|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი გადადგა?

 ამ წუთებში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმერეთის გუბერნატორის, ლაშა მაქაცარიას თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, ზეკო ხაჩიძე.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, www.newpress.ge-მ მოიპოვა ინფორმაცია, რომ საკადრო ცვლილებები იმერეთის გუბერნიაში ნამდვილად იგეგმება. ასევე, საკადრო ცვლილებები შეეხება  ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასაც. ქუთაისის ვიცე –მერად მერიის კულტურის სამსახურის ამჟამინდელი უფროსი, თემურ ცამციშვილი მოიაზრება. ხოლო თავად მერი, გიორგი თევდორაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილება "ნაციონალური მოძრაობის" სიით. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2 მაისს ქუთაისში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა "განსაკუთრებული ყურადღება" სწორედ თევდორაძეს დაუთმო. 
ვინ და რა შემადგენლობით ჩაიბარებს 26 მაისს დაგეგმილ აღლუმს ქუთაისში პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

ავტორი: newpress.ge