|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ქუთაისში საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, კენჭისყრის წესით, ქუთაისის საკრეულოს ყოფილი თავმჯდომარე, ამირან ხვადაგიანი, თამაზ მარგველაშვილმა შეცვალა.

24 წევრიანი საკრებულოდან სხდომას 22 დეპუტატი ესწრებოდა, აქედან მარგველაშვილის კანდიდატურას მხარი 14 დეპუტატმა დაუჭირა, 8 წევრმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. 

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის თქმით, შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დადგა დრო მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში, ამირან ხვადაგიანი პოლიტიკურ ზეწოლას არ ადასტურებს. "ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე, მივიღე ეს გადაწყვეტილება. ყველაფეს აქვს დასაწყისი და დასასრული, ისევე როორც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას. მე მთელი შვიდი წლის მანძილზე, ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა. მართალია ბევრი რამე შეგვეშალა, მაგრამ ასევე, ბევრი რამე გავაკეთეთ ჩვენი ქალაქისათვის", - ამბობს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი.

ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, იგი შეეცდება ღირსეულად გააგრძელოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოღვაწეობა.

ახალ პოსტზე დანიშვნამდე, თამაზ მარგველაშვილს, ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ის, ასევე, გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთასის ოფისის საორგანიზაციო მდივანი.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.98%
გაუარესდა - 52.43%
არ შეცვლილა - 13.59%
სულ - 103 ხმა