|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დღე–ღამეში 25000 კუბური მეტრი სასმელი წყალი იღვრება

ქუთაისში, სასმელი წყლის ქცევასთან დაკავშირებით, ,,ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის რეგიონულმა ორგანიზაციამ ბრიფინგი გამართა. პარტიის ლიდერის, მამუკა მღვდელაძის თქმით, ქალაქის ყველა უბანში, წყლის ქცევის 100–ზე მეტი შემთხვევაა.  აღნიშნულის გამო, დღე–ღამეში, დაახლოებით, 25000 კუბური მეტრი სასმელი წყალი იღვრება, რაც 100 000 ლარის დანაკარგს შეადგენს. 

,,დღევანდელი ბრიფინგით ვეხმიანებით ქუთაისში სასმელი წყლის პრობლემებს. ქალაქში, იმდენად დიდია წყლის დანაკარგი, ჩვენ სერიოზული ეჭვი გვაქვს იმისა, რომ ეს აწვება გადასახადებს და ბიზნესს, ტარიფების სახით. რაც შეიძლება დროულად, ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა, წყლის კომპანიასთან ერთად, უნდა მოახდინონ წყლის ქცევის შეჩერება. აგრეთვე, გადახედონ ტარიფებს, რომელიც უფრო მეტია ქუთაისში, ვიდრე, მაგალითად, აზერბაიჯანში,– აღნიშნა ,,ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ.

,,ახალი მემარჯვენეები“ მოითხოვენ, ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და წყალმომარაგების კომპანიამ, დაუყოვნებლივ მოაწესრიგონ სასმელი წყლის დანაკარგები ქუთაისში, რამაც, წყალმომარაგების პრობლემების მოგვარებასთან ერთად, სასმელი წყლის ტარიფიც უნდა შეამციროს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, გამრიცხველიანების შემდეგ, წყლის ტარიფმა საგრძნობლად მოიმატა. ჯერ კიდევ 2010 წელსტარიფი 3 თეთრით გაიზარდა და 27 თეთრი გახდა. 2011 წელს კი, ერთი კუბური მეტრი წყლის ფასმა, 49 თეთრი შეადგინა.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა