|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჰერკულესმა" მუშაობა გააჩერა

ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესი“ გაჩერებულია. საწარმოს დირექტორის მოადგილის, ვასო ჩხენკელის თქმით, აღნიშნულის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ქარხანა პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახდენს.

„მეც სხვა თანამშრომლების მსგავსად, უმუშევარი ვარ. ამ ეტაპზე ყველა  თანამშრომელი სახლშია, რადგან პროდუქციის რეალიზაცია არ არის. უკიდურესად გაჭირვებულ და ძალიან ცუდ დღეში ვართ. ქარხანაში 500 კაცია დასაქმებული, დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს ღებულობდნენ ქუთაისელები ამ ქარხნიდან  შემოსავლის სახით და  ამას ხელის შეწყობა სჭირდება,“ – ამბობს  ვასო ჩხენკელი. 

ჩხენკელის თქმით, ამ ეტაპზე „ჰერკულესი“ ვერც სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას შეძლებს, რომლის მიხედვით, საწარმოს ქარხნიდან გათავისუფლებული სამი მუშის მიმართ გამოცემული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და ერთი წლის ხელფასის ანაზღაურება დაევალა. 

შეგახსენებთ, რომ „ჰერკულესი“ ქუთაისში 2009 წელს, ქართულ–ინდური ინვესტიციით გაიხსნა, თუმცა შემდეგ   საწარმოს პრობლემები ჰქონდა. მუშები საწარმოს ადმინისტრაციისაგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ,  რისთვისაც  საპროტესტო აქციები მოაწყვეს. ხოლო ქარხნის მახლობლად მცხოვრებელი მოსახლეობა „ჰერკულესს“ გარემოს დაბინძურებაში სდებდა ბრალს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა