|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "სამოქალაქო ფორუმის" სამუშაო სფეროები განისაზღვრა

ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ის ფუნქციები და სამუშაო სფეროები განსაზღვრეს, რომლითაც ქალაქის მართვაში საზოგადოების ჩართულობა უნდა მოხდეს.

"სამოქალაქო ჩართულობის ფორუმის" სამუშაო საკითხები ქუთაისის „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ წარმომადგენელთა ორგანიზაებით დაიგეგმა.

საორგანიზაციო შეხვედრაზე, "სამოქალაქო ჩართულობის ფორუმის" სფეროები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: განათლება, თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და მოსახლეობის თანამონაწილეობა ქალაქის მართვაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინფრასტრუქტურული განვითარება, გარემო და უსაფრთხოება, კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა, შესაძლებლობები ახალგაზრდობისათვის, ეკონომიკა და  ტურიზმი.

შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო ჩართულობის ფორუმის"  მიზანია, გამოვლინდეს ქუთაისში არსებული პრობლემები, ხოლო მოსახლეობას საშუალება მიეცეს ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან.

"სამოქალაქო ფორუმი უზრუნველჰყოფს, მოქალაქეების აქტიურ ჩართვას ქალაქის ცხოვრებაში და პრობლემების მოგვარებისში. ამჟამად არის ფორუმის მზადების პროცესი და გვაქვს საორგანიზაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა," - ამბობს ქუთაისის "განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის" დირექტორი, ასევე პროექტის "მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისათვის"  მენეჯერი,  ლია კილაძე.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა