|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით დაიკითხა

ქუთაისის მერის, ბესიკ ბრეგაძის დაკითხვა საქალაქო პროკურატურაში უკვე დასრულდა. ის  საკუთარ ბიზნეს–საქმიანობასთან დაკავშირებით დაიკითხა.

საქმე ეხება ბესიკ ბრეგაძის კუთვნილ სამშნებლო კომპანია "კომფორტს", რომელმაც 2009 წელს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი" ააშენა. არსებული ინფორმაციით, ერთ–ერთმა მოქალაქემ აღნიშნულ ცენტრში ფართი იყიდა, თუმცა, მოქალაქე აცხადებს, რომ გადახდილი თანხის  შესაბამისი ფართი არ მიუღია.
საქმე თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, ბესიკ ბრეგაძეს ქუთაისის ვიცე–მერის პოსტი ეჭირა.
დაკითხვიდან გამოსული ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, რომ ყიდვა–გაყიდვის დოკუმენტზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია. ბრეგაძე პოლიტიკურ ზეწოლაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა