|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საია საჯარო მოხელეების დანიშვნის სამართლებრივი მხარეებით დაინტერესდა

„საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქვეყნის  მასშტაბით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩვენების შემდეგ დანიშნული საჯარო მოხელეების სამართლებრივი მხარეებით  დაინტერესდა.

ამ მიზნით, საია  მინიტორინგს ახორცილებს გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარის და მერის დანიშვნის სამართლებრივი პროცედურების შესახებ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მონიტორინგის შედეგები  უახლოეს ერთ თვეში გახდება ცნობილი.

„მნიშვნელოვანია სამართლებრივი მხარეები, თუ როგორ ხდებოდა საჯარო მოხელეების დანიშვნა არჩევნების შემდეგ“, – განმარტა საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ თამარ ფაჩულიამ.

საიას ქუთაისის ფილიალის ოფისში დღეს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, ასევე,  საუბარი შეეხო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ  ორგანულ კანონსაც“.

როგორც საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ  ჯიქიამ განმარტა, აღნიშნული კანონი  გადახედვას  საჭიროებს, რადგან, მისივე თქმით, თვითმმართველ ქალაქებში დემოკრატიული პროცესები წარიმართოს.

"მოქმედ კანონპროექტში არის  მუხლები, რომლებიც ერთმანეთთან  წინააღმდეგობაში მოდიან.  ამიტომაც, აუცილებელია ახალმა მთავრობამ ამის გაუმჯობესებაზე იმუშაოს", – განმარტა შეხვედრაზე ნოდარ ჯიქიამ.

მისივე თქმით, თვითმმართველ  ქალაქებს უნდა ჰქონდეთ კანონით მინიჭებული უფრო მეტი უფლებამოსილება, ვიდრე ახლა აქვთ. ჯიქიას განმარტებით, ამდროისათვის მოქმედი კანონის თანახმად, თვითმმართველ ქალაქებს მხოლოდ პრობლემური საკითხების მოკვლევის თუ შესწავლის შესაძლებლობა აქვთ. „თუმცა, მისი მოგვარების არც ფინანსები  და არც უფლებამოსილება არ გააჩნიათ“,  – აღნიშნა მან.

როგორც საიას ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განმარტეს, თვითმმართველი ქალაქებისათვის უფლებამოსილების „წართმევის“ პროცესი 2007 წლიდან დაიწყო, რომელიც, მათივე თქმით, დღემდე გრძელდება.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა