|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაუჯდომელი" - პრეზენტაცია ქუთაისში

        პოეტ პაატა შამუგიას ახალი წიგნის „დაუჯდომელის“ პრეზენტაცია, ამჯერად, ქუთაისში გაიმართა. პოეტმა ქუთაისელ აუდიტორიას თავის შემოქმედება თოჯინების თეატრში გააცნო. კრებულში 2 პოემა და რამდენიმე ლექსია შესული. წიგნის სახელწოდება კრებულში შესული ერთ-ერთი პოემის სახელწოდებიდან მომდინარეობს. „ერთ-ერთ პოემას ქვია დაუჯდომელი”. შესაბამისად, წიგნსაც ასე დავარქვი“- ამბობს პაატა შემუგია. მისი თქმით, პოემა არის რელიგიური საგალობელის პრინციპებზე აგებული. „ეს სეკულარული-საერო საგალობელია. რელიგიური ფორმით გადმოცემული სატირაა“ - აღნიშნავს პაატა შამუგია.

    „დაუჯდომელი“ შამუგიას რიგით მე-5 წიგნია. როგორც ავტორი ამბობს, გამოცდილების  მატებასთან ერთად ის უფრო ფრთხილი ხდება  სიტყვასთან.  „მომჭირნე ვხდები, უფრო ცოტა სიტყვის დახარჯვა მინდა  მეტი სათქმელის  გამოსახატავად“- ამბობს პოეტი.

   პოეტმა, თოჯინების თეატრში შეკრებილ აუდიტორას, არამხოლოდ კრებულში შესული ლექსები გაცნო, არამდე ძველი ლექსებიც წაიკითხა. პოეტის ლექსი დღეს მისი შემოქმედების თაყვანისცემელმაც წაიკითხა. კრებულის რეპრეზენტაციისას პოეზიის შესახებ მცირე დისკუსიაც  გაიმართა.


ავტორი: თეო ხარბაძე