|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის მასშტაბით, ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? დაიწყო

 ინტელექტუალური თამაში, რა? სად? როდის? იმერეთის მასშტაბით დაიწყო, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის, 200 გუნდი მონაწილეობს. დღეს, შეჯიბრში, 22 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული გუნდები, თბილისში ფინალურ შეხვედრაზე გაემგზავრებიან, რომელიც 9ივნისს ჩატარდება.

,, თითო რაიონიდან, თითო გუნდი გაიმარჯვებს და გაემგზავრება ფინალში მონაწილეობის მისაღებად თბილისში“ – აღნიშნა ჩემპიონატის ორგანიზატორმა რეზო გვამბერიძემ.

,,ძალიან სასარგებლო და საინტერესოა სპორტისა და ახლაგაზრდობის სამინისტროს წამოწყება. უფრო მეტ ცოდნას მივიღებთ და უფრო გავიზრდებით, როგორც მოსწავლეები და როგორც ახალგაზრდები,“ – ამბობს 21–ე საჯარო სკოლის მოსწავლე თორნიკე ფხაკაძე.

,, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თითოეული მოსწავლისათვის. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახლაგაზრდობის სამინისტროს, რადგან დღეს, მოაწყო ასეთი ჩერმპიონატი. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ეს ინიციატივა, გავიზრდებით და მივიღებთ დიდ ცოდნას, რომელიც დაგვეხმარება ცხოვრებაში,“–აღნიშნა ხატია კლდიაშვილმა.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა