|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ბრალდებულია ქუთაისის სიყვარულისათვის“ – აქცია კულტურის სამსახურის უფროსის მხარდასაჭერად

„ბრალდებულია ქუთაისის სიყვარულისათვის“, - ამ სახელწოდებით ახალგაზრდებმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, თემურ ცამციშვილის მხარდამჭერი აქცია და იმიტირებული პროცესი გამართეს.

აქციასა და იმიტირებულ პროცესში ის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებიც მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით განხორციელებულ  სხვადასხვა პროექტში იყვნენ ჩართული. შესაბამისად, ახალგაზრდებმა იმიტირებულ პროცესზე პროექტები (ორმაისობა-ქუთაისობა“, თეატრალური ფესტივალი“, ბანაკი  სულორი“, „მე მიყვარს ქუთაისი“ ) გაიხსენეს და ცამციშვილს  ბრალი მათი განხორციელებისათვის დასდეს.

თუმცა  იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მერიის კულტურის სამსახურის უფროსისათვის განაჩენი არ გამოუტანიათ. ახალგაზრდებმა აღნიშნული იმით ახსნეს, რომ ქუთაისის სიყვარულისა და ქალაქის უკეთესი მომავლისათვის ჯერ ადამიანი არ გაუსამართლებიათ.

თეატრალიზებული აქციის მონაწილეთა თქმით, თემურ ცამციშვილისათვის წაყენებული  ბრალი მათთვის სასაცილოა.

„მეცინება ყველა მათ საქციელზე. ჯერ პრეზერვატივებით დაიწყეს. თემურისათვის წაყენებული ბრალი სასაცილოა. ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არიან კომუნისტების ეპოქიდან შემორჩენილი ხალხი და მათ მიხედოინ,“ - ამბობს „პიკასო“, მერაბ ქაჯაია.

იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების წარმომადგენლებმა ხელმოწერები შეაგროვეს, რომელსაც პროცესის დაწყებამდე მოსამართლეს წარუდგენენ და  მხარდაჭერას სთხოვენ, რომ ქუთაისში დაგეგმილ კულტურულ პროექტებს შეჩერების საფრთხე არ დაემუქროს.

შეგახსენებთ, რომ  თემურ ცამციშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხის გაფლანგვას ედავებიან. მას ბრალი გასულ კვირას წაუყენეს.

ცამციშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლო დღეს 12:00 საათზე იმსჯელებს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა