|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიის კულტურის სამსახურის უფროსს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, თემურ ცამციშვილს სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცამციშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა.

ცამციშვილისათვის, რომელსაც ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხის გაფლანგვის მუხლით წაუყენეს, პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საუბარია ქალაქის მერიასა და   შპს „შპს“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.  აღნიშნული შპს მერიისათვის მიკროავტობუსებით მომსახურებას უზრუნველყოფდა. ბრალდების მხარის განცხადებით, ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მერიამ შპს-ს ზედმეტი თანხა გადაურიცხა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მერიამ თბილისიდან ქუთაისამდე განსაზღვრული მანძილის გასავლელად საჭირო თანხაზე მეტი გადარიცხა. 

დაცვის მხარე კი ცამციშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების წინააღმდეგ გამოდიოდა. რადგან როგორც ადვოკატი ელისო დათუსანი აცხადებდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებდა და თავს უდანაშულოდ ცნობდა.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან ერთად დღეს შპს „შპს“-ს დირექტორი გიორგი გაბიძაშვილიც გაასამართლეს. სასამართლომ მასაც 10 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.  

თემურ ცამციშვილის განცხადებით, ის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტიელბას გაასაჩივრებს.

„რა თქმა უნდა ბრალს არ ვაღიარებ. მე ქუთაისის კულტურისა და სპორტის მოღვაწეებს ვერ ვაკადრებდი იმას, რომ ქუთაისიდან თბილისამდე ტრაფარეტიდან ტრაფარეტამდე ევლოთ,“ - ამბობს ცამციშვილი.

დღვანდელ სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ იმერთის მხარის გუბერნატორი, ვახტანგ ბალავაძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

გუბერნატორის განცხადებით, ხელისუფლება პროკურატურის გამოყენებით პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას ცდილობს.

„მათ მხოლოდ ის დარჩენიათ,  რომ პოლიტიკური ოპონენტები ან დააშინონ, ან დაიჭირონ ან ქვეყნიდან გააქციონ,“ - ამბობს ბალავაძე.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა