|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სარეკლამო ბანერებზე ქართული წარწერები სავალდებულო ხდება

საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ სარეკლამო აბრებზე, ნებისმიერი წარწერის ქართულ ენაზე შესრულება სავალდებულო ხდება.

ცვლილებები „რეკლამის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის არ არის სავალდებულო აბრაზე წარწერისათვის სახელმწიფო ენის გამოყენება.  აღნიშნულის გამო დოკუმენტის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც აბრა მხოლოდ უცხო ენაზეა შესრულებული.

„რაც იწვევს სახელმწიფო ენის დაკნინებას. კანონპროქტის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ენის დაცვა, რაც გულისხმობს ახალი ვალდებულების შემოღებას, იმას, რომ აბრა შესრულებული  უნდა იყოს ქართულ ენაზე. აღნიშნული არ გამორიცხავს, რომ აბრაზე დატანილი წარწერა ქართულ ენასთან ერთად სხვა უცხო ენაზეც შესრულდეს,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

„რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილების გარდა, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის მიხედვით, სარეკლამო ბანერზე წარწერის ქართულ ენაზე შეუსრულებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება. კერძოდ, „რეკლამის შესახებ“ კანონის  პირველად დარღევისათვის გათვალისწინებულია გაფრთხილება, ხოლო დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში  ფიზიკური პირი 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა