|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე რჩება

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, თემურ ცამციშვილი თანამდებობაზე რჩება. პროკურატურის მოთხოვნა, თემურ ცამციშვილისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სასამართლომ არ დააკამყოფილა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ცამციშვილს სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცამციშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა.

ცამციშვილის ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხის გაფლანგვის მუხლით წაუყენეს. საუბარია ქალაქის მერიასა და   შპს „შპს“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. აღნიშნული შპს მერიისათვის მიკროავტობუსებით მომსახურებას უზრუნველყოფდა. ბრალდების მხარის განცხადებით, ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მერიამ შპს-ს ზედმეტი თანხა გადაურიცხა.


ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა