|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საწყლოსნო სპორტის სახეობათა ასოციაცია დაფუძნდა

ქუთაისში, დღეიდან საწყლოსნო სპორტის სახეობათა იმერეთის ასოციაცია შეიქმნა. ასოციაცია საცურაო კომპლექსს "ლაგუნა"–ში დაფუძნდა.

დღესვე, საწყლოსნო სპორტის სახეობათა იმერეთის ასოციაციის პრეზიდენტად ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, დავით დვალი აირჩიეს.

დვალის არჩევა საწყლოსნო სპორტის ფედრაციიის პრეზიდენტის, დავით რურუას და სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული სტუმრების მიერ მოხდა.

საწყლოსნო სპორტის სახეობათა ასოციაციაში განმარტავენ, რომ მათი მიზანი სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარება და მისი პროპაგანდაა. ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, შემდგომი განვითარებისთვის ტექნიკურ–მატერიალური ბაზა შეიქმნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ სპორტის განვითარება იმერეთში. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია მოვახდინოთ“, – განმარტა საწყლოსნო სპორტის სახეობათა იმერეთის რეგიონის ასოციაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დავით დვალმა.

მისივე თქმით, საწყლოსნო სპორტში სულ ოთხი სახეობა იქნება –  წყალბურთი, მინი წყალბურთი, ცურვა, სინქრონული ცურვა და წყალში ხტომა.   

საწყლოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, დავით რურუას განმარტებით, ეროვნული ფედერაციის მიერ დადგენილ ყველა სახის, მათ შორის საერთაშორისო შეჯიბრებებში  მონაწილეობის უზრუნველყოფაა დაგეგმილი. ასევე, დაგეგმილია, ძლიერი რეგიონული ნაკრებების და კლუბების შქმნა.

„ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის განვითარება. ამიტომაც გადავწყვიტეთ იმერეთის რეგიონში  საწყლოსნო სპორტის პოპულარიზაცია. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ახლადდაფუძვნებულ ასოციაციასთან“, – განმარტა საქართველოს საწყლოსნო სპორტის ფედერაციის დასვლეთ საქართველოს კურატორმა, მიხეილ გიორგაძემ. რომელიც, ამავე დროს, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და სპორტის დამსახურებული ოსტატია.

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა