|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ლორთქიფანიძე: „ნაციონალების“ ვანის ოფისი ბიუჯეტის ფულით ნათდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ლორთქიფანიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ვანში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის რემონტისა და განათების ხარჯების შესწავლას სთხოვს.

ლორთქიფანიძის თქმით, შენობა, რომელშიც შემდეგ  „ნაციონალური მოძრაობის“ ვანის ოფისი განთავსდა, თავის დროზე  მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა, პაატა ლეჟავამ შეიძინა.  დეპუტატის თქმით, აღნიშნული შენობის რემონტი ნახევარი მილიონი ლარი დაჯდა, ხოლო შენობის განათებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.

გარდა ამისა, როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, პაატა ლეჟავას და ვანის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ვანში თევზსაშენი ეკუთვნით, რომლის  ელექტროენერგიით მომარაგება მისი თქმით, „ნაციონალების ოფისის“ მსგავსად, გარე განათების ხარჯზე ხდება.  ამიტომ, ლორთქიფანიძე საგამოძიებო  სამსახურს მოუწოდებს აღნიშნული ქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით მოკვლევა ჩაატაროს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა