|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩილ კბილაშვილი: "დღევანდელი შეხვედრა სრულიად არასაპროკურორო იყო"

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და  მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში  საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაესწრნენ.

"ეს გახლავთ იმ დაპირების ასრულების გაგრძელება, რაც კოალიციას წინასაარჩევნოდ ჰქონდა. იმერეთის სოფლების ნახევარში მიწების სახნავ–სათესავად გათვალისწინებული ბარათები უკვე დარიგებულია და მექანიზაციაც შემოსულია," - ამბობს კირვალიძე.

ხვნა-თესვის პროცესზე დასწრებამდე მინისტრი და მთავარი პროკურორი ბაღდათში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებსა და მოსახლეობას შეხვდნენ. 

„დღევანდელი შეხვედრა სრულიად არასაპროკურორო იყო. ამ რაიონმა ამირჩია მე მაჟორიტარად. მართალია, რამდენიმე დღე ვიყავი მაჟორიტარი, მაგრამ ამის მიუხედავად დიდია იმ დაპირებების შესრულების სურვილი, რასაც ხალხს ვაძლევდი არჩევნებამდე. მე ვთხოვე სოფლის მეურნეობის მინისტრს მოსახლეობისათვის განამერტა ის პროგრამები, რომელიც სამინისტრომ და სახელმწიფომ უნდა განახორციელოს სოფლის  მეურნეობის გასაძლიერებლად,“ - ამბობს კბილაშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საგაზაფხულო სამუშაოებს 6 რეგიონში აწარმოებს. ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის და იმერეთის რეგიონებში შვიდი ათასი ჰექტარი ფართობი მიწის ნაკვეთია მოხნული.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა