|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე იმსჯელებს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“  სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების წესის შეცვლას ითხოვს.  აღნიშნული მიზნით პარლამენტში ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შსახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი სავალდებულოს ხდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთი პარტიების დაფინანსებას, რომლებიც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობდნენ, თუმცა  მისი წარმომადგენლები არჩევნების დღეს ოფიციალურად იყვნენ დაფიქსირებული ბარიერ გადალახულ საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში, ასევე,  ჰყავთ პარლამენტის წევრები.

დოკუმენტის განმარტებითი ბარათის მიხედვით,  კანონპროექტის მიღების მიზანია  საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების არა დისკრიმინაციულ, თანაბარ პირობებში ჩაყენება და იმ საპარლამენტო პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების უზრუნველყოფა, რომლებსაც არ გააჩნიათ ამდაგვარი დაფინანსება.

კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის ბაზისად აღებულია პარლამენტის ერთი მაჟორიტარული წესით არჩეული წევრის უფლებამოსილების განხორციელებისათვის დადგენილი სახელმწიფო დაფინანსების (65 000 ლარი წელიწადში) ორმაგი ოდენობა.

ამ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ის პარტია ფინანსდება, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში 4%-ანი ბარიერი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 3%-იანი ბარიერი გადალახა. საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში დაფინანსება ბლოკში შემავალ პარტიებს შორის  ნაწილდება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა