|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნებისთვის" გათავისუფლებული პედაგოგები სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

გათავისუფლებულ პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას დღეს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე შეხვდა.

შალვა ნიკოლაძე და მაია გაბიძაშვილი ნახშირღელის სკოლიდან გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე გაათავისუფლეს. ნიკოლაძე ნახშირღელეში  კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორი იყო, ხოლო გაბიძაშვილი კოალიცის აქტივისტად ითვლებოდა.

სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგები თვლიან, რომ მათ სამსახური მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო დაკარგეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნინიძემ პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას მორიგებისაკენ მოუწოდა. თუმცა სკოლის დირექტორი ქართლოს ჭუმბურიძე თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს და მათ სასამართლოსათვის მიმართვისაკენ  მოუწოდებს.

"ჩვენ გავაფრთხილეთ ისინი, რომ მორიგდნენ. არავისთვის არ არის უცხო, რომ სკოლები, განსაკუთრებით სოფლებში, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ მთვარ რესურსსა და დასაყრდენს წარმოადგენდა. სკოლის ადმინისტრაცია ვერ გაექცევა ვერც მორალურ და  ვერც სამართლებრივ პასუხისმგებლობას. რადგან სკოლა პედაგოგების დაბრუნებაზე უარს აცხადებს, თავიანთი უფლებების აღსადგენად  მასწავლებლები  სასამართლოს მიმართავენ,“ - ამბობს  ნიშნიანიძე.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა