|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობა მოქმედი მერის კანონიერებას სასამართლოში არკვევს

ქუთაისის მერმა ბესიკ ბრეგაძემ და ქალაქის საკრებულომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ქალაქის მერი დანიშვნის ბრძანება არალეგიტიმურად გამოაცხადა.

ქუთაისის მერის დანიშვნის კანონიერებასთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში ქალაქის მერია არ მონაწილეობდა. განხილვაში მოსარჩელის სახით პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები იყვნენ წარმოდგენილი, ხოლო მოპასუხე მხარეს ქალაქის საკრებულო წარმოადგენდა.

სასამართლო დავაში მესამე პირის სახით ბესიკ ბრეგაძე იყო ჩართული.

„ბესიკ ბრეგაძემ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან თვლის, რომ  სასამართლომ დაარღვია მისი უფლება და უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა მის მიმართ,“ – ამბობს  მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების მიზეზად სასამართლოს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას ასახელებენ საკრებულოში. საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე  ავთანდილ ყიფიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას ნონსენსს უწოდებს აცხადებს, რომ  „სასამართლომ ერთი მხრივ საკრებულოს  გადაწყვეწტილება ბესიკ ბრეგაძისათვის მერად დანიშვნასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემაზე კანონიერად ჩათვალა და მეორე მხრივ ბათილად ცნო, რაც წარმოუდგენელია,“ – ამბობს ყიფიანი.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის  მერად 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაინიშნა.  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ქალაქის მერთან დაკავშირებული მორიგი სხდომის თარიღი ამ დროისათვის უცნობია.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა