|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურამ იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი დაიბარა

იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი  გიგა შუშანია პროკურატურაში დაიბარეს. შუშანიას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დღეს, 14:00 საათზე ელოდებიან.

Newpress.ge-მ   სცადა  გაერკვია  რა საქმესთან და რა სტატუსით იბარებენ  გიგა შუშანიას  პროკურატურაში, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ შუშანიამ ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა გასული წლის ბოლოს, იმერეთის  გუბერნატორად  ვახტანგ ბალავაძის დანიშვნის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა