|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიაბერაშვილმა ტყიბულში ექთნების გადამზადების კურსი გახსნა

„ექიმების და ექთნების კვალიფიკაცია არის ძალიან დიდი საზრუნავი ჩვენთვის, რათა გარანტირებული იყოს ყველა ადამიანი, რომელიც ახლადაშენებულ თუ გარემონტებულ საავადმყოფოებში შედის, მიიღებს ძალიან კვალიფიციურ მკურნალობას ექიმებისა და ექთნებისგან," - ეს განცხადება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისიტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტყიბულში, „ჩემი ოჯახის“ კლინიკაში გააკეთა, სადაც ტყიბულისა და თერჯოლის სამედიცინო ცენტრების მედდების გადამზადების კურსი გახსნა.

"მე ჩამოვედი ტყიბულში ,,ჩემი ოჯახის კლინიკის“ საავადმყოფოში, რათა ჩემი თვალით მენახა ის სასწავლო კურსი, რომელსაც თერჯოლისა და ტყიბულის ექთნები გადიან. ეს კურსი გრძელდება "ჩემი ოჯახის კლინიკის" მთელ ქსელში. ჩვენი მიზანია, მედ. პერსონალი იყოს მაღალკვალიფიციური, ამიტომ გადამზადების პროგრამას ექნება გაგრძელება“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ტყიბულისა და თერჯოლის კლინიკების მედდების გადამზადების კურსის გახსნით, "ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქსელში, მედდებისთვის საექთნო სწავლების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, მედდები დაეუფლებიან როგორც ზოგად საექთნო, ასევე სპეციალიზებულ კურსს გადაუდებელი მედიცინის, ქირურგიული, სამეანო და სხვა მიმართულებით. კურსი ითვალისწინებს ექთნის ასისტენტების კვალიფიკაციის ამაღლებასაც.

"ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ექთნების გადამზადების მიზნით, "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის" საექთნო პროგრამა იწყებს თანამშრომლობას „ალდაგი ბისიაი“-სთან 15 საწოლიანი კლინიკებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ექთნის როლი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, მოვამზადოთ ექთნები ახალი კლინიკებისთვის,“ - აღნიშნა "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის" წარმომადგენელმა საქართველოში ქეთი სტვილიამ.

ზოგადი საექთნო კურსის ხანგრძლივობა ერთი თვეა და პირველი ეტაპისთვის, გადამზადების პროცესში 300 მედდა ჩაერთვება.

"ჩემი ოჯახის კლინიკა" სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი"-ს შვილობილი კომპანიაა და ის ფლობს როგორც ამბოლატორიულ, ასევე სტაციონარული კლინიკების ქსელს როგორც თბილისში, ასევე აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა