|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყოფილი ვიცე–გუბერნატორის დაკითხვა 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორის, გიგა შუშიანიას დაკითხვა დაახლოებით, ორ საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაკითხვიდან გამოსული შუშანიას თქმით, გამოძიებას მასთან  კითხვები სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან დაკავშირებით ჰქონდა.

როგორც შუაშანია ამბობს, გამოძიების შეკითხვებს,  მან  სრულად უპასუხა  და მომავალში სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის მზად არის.

გამოძიების ინფორამციით, პროგრამაში ჩართული პირები პარტიულ აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას, რისთვისაც, ხელფასის სახით ფული ბიუჯეტიდან ერიცხებოდათ.  

შეგახსენებთ, რომ  სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და "ნაციონალიური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.   

ავტორი: ქრისტინე ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა