|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კარვების ქალაქი" ქუთაისში

ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ითხოვს პარტია „თავისუფალი საქართველო“. პარტიის ქუთაისის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე  ე.წ არხის ქუჩაზე,  რიონის მარჯვენა სანაპიროზე  მცხოვრები  ეთნიკურად ქურთი მოსახლეობის საჭიროებეზე  ისაუბრეს.  „ამ პირებს არ აქვთ პირადობისა და ბინადრობის მოწმობები. ქალაქის ხელისუფლებას არანაირი ინფორმაცია არ აქვთ მათი რაოდენობის შესახებ. ეს პრობლემა მათ არ აწუხებთ, არც ქმედით ღონისძიებებს ატარებენ,“ -  აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონალური ორგანიზაციის  თავმჯდომარე გოგი წულაია. პარტიაში  საკითხის დაუყუნებლივ  მოგვარებას ითხოვენ. „ვითხოვთ, რომ არასმთავრობო  ორგანიზაციებთან ერთად  ხელისუფლებამ დასახოს ამ პრობლემებზე სამოქმედო გეგმა. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საზოგადოებაში უნდა მოხდეს,“ - განაცხადა გოოგი წულაიამ.

პარტია „თავისუფალი საქართველო“–მ დღესვე ქალაქის მერის სახელზე ადგილობროვ თვითმართველობაში განცხადება შეიტანა. „თავისუფალი საქართველო“  ქუთაისის მერიისგან კონკრეტულ ინფორმაციის და პრობლემის მოგვარების გეგმას ითხოვს.

ქუთაისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. „ქალაქის მერი ადგილზე არ იმყოფება, როგორც კი დაბრუნება მერიაში კომენტარს მოგაწვდით. ამ თემაზე კომენტარი ქალაქის მერს უნდა დავეკითხო, სხვა ვერ ჩაგეწერებათ“- აღნიშნა ქუ­თა­­სის მე­რი­ის სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურის მთა­ვა­მა სპე­ცი­­ლის­მა ქე­თი დე­­საძე.

ქუთაისში ეთნუკური უმცირესობების თემატიკაზე უკვე რამდნიმე წელია მუშაობს  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.“ „საია“ 2011 წლის სექტემრიდან დღემდე ახორციელბეს პროექტს  „ჩვენ ერთი ქალაქის შევილები ვართ“.   პროექტის ფარგლებში, საიას წარმომადგენლები არხის ქუჩაზე მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებსაც ხვდებიან და მათ პრობლემატიკას სწავლობენ. „ეს ადამიანები აზერბაიჯანიდან ემიგრირებული ეთნიკური ქურთუბი არიან. ადგილზე დახლოებით  12-13 ოჯახი  ცხოვრობს. მთავარ პრობლემად, რაც ამ მოსახლეობს აქვს, ეს არის პირადობის მოწმობების არ არსებობა და აღურიცხაობა. ასევე, დიდი პრობლემებია ინტეგრაცის პროცესში,“ - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის იურისტი გიორგი სარტურიანი.

ქუთაისში, ე.წ არხის ქუჩის დასახლებაში მცხოვრებ ეთნიკურ ქურთებს  მოუწესრიგებელი აქვთ ინფრასტრუქტურაც. ისინი ბარაკის ტიპის სახლებში, კარვებში ცხოვრობენ. არ არსებობს წყლისა და კანალიზაციის სიტემა. ადგილზე არც ნაგვის ურნები დგას, შესაბამისად არც დასუფთავების მანქანები დადიან. მათი საყოფაცხოვრებო ნარჩენები კი მდინარე რიონში ჩაედინება. უმრავლოსობა თავს მოწყალების თხოვნით ირჩენს. „ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული პუნქტები ქუთაისში სამ ადგილზეა. ესაა „ავანგარდის“ დასახლებაში, ბალანჩივაძის ქუჩაზე და ე.წ არხის ქუჩაზე, რიონის მარჯვენა სანაპიროზე. ჩვენ, როცა ამ პრობლემებზე  ხელისფლებას ველაპარაკებით, ისინი გვპასუხობენ, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის. თუმცა საკითხი გადუჭრელი რჩება. მივმართეთ რეკომენდაციებითაც და დღე-დღეზე ველოდებით მათ პასუხებს,“- ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის იურისტი ნინო თავლთვაძე.

ქუთაისში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებს შორის, როგორც საიაში  აცხადებენ, ყველაზე მძიმე ვითარება სწორედ ე.წ არხის ქუჩის დასახლებაშია. „პრობლემას ისიც ქმნის, რომ არის შიდა მიგრაციაც. სეზონების მიხდვით  იქ  დასახლებული ეთნიკური ქურთები ემიგრირდებიან  თბილისსა და ბათუმში. ამიტომაც პრობლემათა ჩამონათვალში ეს საკითხიც განსახილველია,“ - ამბობს საიას იურისტი გიორგი სანტურიანი.

საიაში მიჩნით, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, მათი აღრიცხვა და რეგისტრაცია უნდა მოახერხოს. „ამ საკითხზე, როგორც ადგილობრივმა, ასევე, ცენტრალურმა ხელისუფლებამ,  ერთობლივად უნდა იზრუნოს.  უნდა მოწესრიგდეს ელემენტარული ინფრასტრუქტურული საკითხები. აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი ჩაერთოს ამ პროცესებში,“ - აღნიშნავენ საიაში.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აღნიშნავენ, რომ მთავრობას არ აქვს შემუშავებული  რაიმე სტრატეგია თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეთნიკური უმცირესობების პრობლემა. „თუმცა, შესაძლებელია ამ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება,“ – ამბობს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი სერგო ლექვინაძე. 

ავტორი: თეო ხარაბაძე