|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბიშვილმა "ოცნების" კვალზე ქუთაისში მე-3 დახურული შეხვედრა გამართა

დღეს საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან დახურულ შეხვედრებს მართავს. მერაბიშვილი უბნის კოორდინატორებს ამჯერად ავტოქარხნის დასახლებაში ხვდება.

შსს მინისტრმა, დღეს პირველი შეხვედრა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, იმ ადგილას გამართა, სადაც გუშინ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე პოტენციურ ამომრჩევლებს ესაუბრებოდა. http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=130
შსს მინისტრმა პირველი შეხვედრის ადგილი უკვე დატოვა. 
ვანო მერაბიშვილისთვის ბოლო პერიოდში ეს უკვე რიგით მე–3 დახურული შეხვედრაა ქუთაისში "ნაციონალების" აქტივისტებთან. პირველად მან პარტიის აქტივთან შეხვედრა მიმდინარე წლის 3 მაისს, ქუთაისის ოპერის თეატრში გამართა. 4 მაისს კი მასთან შესახვედრად სასტუმრო "იმპერიალში" საოლქო კომისიის წევრები, ბაღებისა და საჯარო სკოლების ის მასწავლებლები დაიბარეს, რომლებიც საარჩევნო პროცესებში იქნებიან ჩართულნი. http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=100
დღეს ქუთაისში ვანო მერაბიშვილს ჩამოსვლამდე ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქებულ მუშებსაც კი აფრთხილებნენ. მათთან მისული პიროვნება უცხადებდათ: "ვანო მოდისო". უშუალოდ შეხვედრაზე დაბარებულ პირებს კი სპეციალური საშვები გუშინ საღამო, უბნის კოორდინატორმა დაურიგა.

ავტორი: newpress.ge