|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ციხის რეაბილიტაცია დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო  უწყების  საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ციხეების რეაბილიტაციას და პატიმრებისათვის პირობების გაუმჯობესებას ასახელებს.

სამინისტროს პირველმა პირებმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო საზოგადოებას  4 თვის მანძილზე  განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით,  ციხეების ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი იყო.  ამ ეტაპზე კი მსგავსი საჭიროებების მქონე დაწესებულებების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„იწყება „ეწ. „მატროსოვის“ ციხის რეაბილიტაცია, სადაც პირობები ადამიანის საცხოვრებელ პირობებს არ შეესაბამებოდა.  დაწყებულია ქუთაისის ციხის რეაბილიტაცია და სამედიცინო პუნტქის მშენებლობა. ცუდ დღეშია რუსთავის მე-6 დაწესებულება, რომლის რეაბილიტაციაც განხორციელდება. გარდა ამისა, უვადო პატიმრებისათვის ცაკლე შენობის აშენებას ვგეგმავთ, სადაც მხოლოდ ისინი იქნებიან მოთავსებული,“ - ამბობს სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე პასუხისმგებელი პირი ბესო დევდარიანი.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე