|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია: განცხადებები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე სიცრუეა

ქუთაისის მერიაში ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან.

მერიის კონტროლის განყოფილების უფროსის,  კობა გაბიანის განცხადებით, ინფორმაცია 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე რეალობას არ შეესაბამება.

„არაკომპეტენტურია დღევანდელი განცხადებები, რომლებიც ნატო  ქათამაძემ და მამუკა მღვდელაძემ გააკეთეს. ნებისმიერ ამ, ან მსგავს საკითხებზე, ქუთაისის თვიმმართველობის იმჟამინდელი  ხელძღვანელობა მზად არის, პასუხი აგოს ან განმარტოს ყველა თემა ღია ეთერით. კომპეტენტურ შეკითხვებზე ყველა მიიღებს, ასევე, კომპეტენტურ და ფაქტობრივ ინფორმაციას,“ – აცხადებს კობა გაბიანი.

ავტორი: ნიუპრესი