|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მომხდარმა ავარიამ საპატრულოს უფროსის მანქანა შეიწირა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, ე.წ სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ავარიის შედეგად ერთმანეთს შეეჯახა "ტოიოტა პრადოს" მარკის ჯიპი და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, "ტოიოტა პრადო" ქუთაისის საპატრულო პოლიციის უფროსის საკუთრებაა და მანქანასაც თავად მართავდა.
შეჯახების შედეგად მანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ, თუმცა არც ერთი მათგანის მძღოლი არ დაშავებულა.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა