|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის წინ პოლიციის მობილიზება მიმდინარეობს

ქუთაისის მერიას სამართალდამცავები აკონტროლებენ.

ამ წუთებში  მერიის შენობის წინ საპატრულო პოლიციის მობილიზება მიმდინარეობს.

მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის მერიის თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეებიც იკრიბებიან. ისინი მერიასთან ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ.

ტერიტორიაზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მათი იქ ყოფნის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 14:00 საათზე, საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც ქალაქის მოქმედ  მერს, ბესიკ ბრეგაძეს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ.

საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად დღეს შეზღუდვები დაწესდა. საკრებულოს აპარატი მხოლოდ 20 საშვს გასცემს.  

ავტორი: თეკლა მორგოშია