|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალების" პროვოკაციას ელოდებიან

ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომზე საკრებულოს უმრავლესობა "ნაციონალების" მხრიდან პროვოკაციას ელოდება.

სწორემ ამ მიზეზით ხსნინ მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საპატრულო პოლიციის მობილიზებას. 
ადგილზე იმერეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსიც იმყოფებოდა, რომელმაც ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა.
მერიის შენობის წინ პოლიციის მობილიზების თაობაზე ინფორმაცია newpress.ge-მ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 14:00 საათზე, საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც ქალაქის მოქმედ  მერს, ბესიკ ბრეგაძეს უმრავლესობა იმპიჩმენტს გამოუცხადებს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე