|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომბუდსმენი: "2012 წელს ყველა სფეროში დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დარღვევა"

"2012 წელს ყურადღება მხოლოდ იმ საკითხებზე არის გამახვილებული, რომელიც  გახმაურებულია. ქვეყანაში გაცილებით მეტი პრობლემაა, როგორც სოციალურ -ეკონომიკური, ისე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.  ვგეგვამვთ თემატური ანგარიშების წარდგენას პარალამნეტში“ - განაცხადა დღეს ქუთაისში სტუმრობისას  სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენმა სახალხო დამცველის  აპარატის ქუთაისის ოფისში, არასამთავრო ორგანიზაციებს  გასული წლის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგემბზეც ისაუბრა.

 მედიის წარმომადგენლებისათვის მუშაობის პოცესში ხელისშეშლა, საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, დევნილთა საცხოვრებელი პირობები,  ადგილობრივ თვითმმართველობებში   და პენიტენციულ სისტემებში არსებული  დარღვევები – ეს იმ ზირითადი საკითხების ჩამონათვალია, რომელიც სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარისში მოხვდა.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით,  სამუშაო ძალიან ბევრია. 

შეხვედარაზე, ასევე საუბარი შეეხო პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან საჯარო მოხელეების გათავისუფლების საკითხს.

"გასაგებია, ამ კუთხით რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. მაგარმ ჩვენ ამაზე უნდა ვისწავლოთ და არანაირად არ აქვს ახლ მთავრობას უფლება, ანალოგიურად, ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაითხოვოს სამსახურიდან", – აღნიშნა ომბუდსმენმა. მისივე თქმით, საჯარო მოხელეს  ანალოგიური სიტუაციებიგან, კანონი უნდა იცავდეს.

უჩა ნანუაშვილი  2012 წლის ანგარიშს დღეს პარალემენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

სახალხო დამცველი გასული წლის  ანგარიშს, ქუთაისის გარდა, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთშიც წარადგენეს.   

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა