|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილთა სამინისტრო ყოფილი თანამშრომლების კორუფციულ საქმეებზე გამოძიებას აწარმოებს

საქართველოს დევნილთა სამინისტროს ამდროისათვის პროკურატურისათვის ხუთი ყოფილი თანამშრომლის საქმე აქვს გადაცემული. 

"იმ ჩინოვნიკების საქმეები გადავეცით, რომლებსაც ფინანსური დარღვევები ქონდა. ასევე, ბარლდებები და კითხვის ნიშნები ისმოდა თავად დევნილების მხრივ", – განაცხადა დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ,  ქუთაისში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.  

მინისტრის განმარტებით, დევნილებს პრეტენზიები და ბრალდებები  ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის, დავით აფციაურის მიმართაც ჰქონდათ.

 თუმცა, "ჩვენ  მას ვერანაირი ფინანსური  დარღვევა ვერ აღმოვუჩინეთ.  თუმცა, იმის გამო, რომ დევნილები აფციაურს არ ენდობოდნენ მასთან თანამშრომლობის სურვილი არ მქონდა. თავად, აფციაური თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას  ჯიუტობდა.  მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია ამის გაკეთება", – განმარტა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ  ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის  სამმართველოს ყოფილმა უფროსმა დავით აფციაურმა თანამდებობა ერთი თვის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა