|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნაცემი "ნაციონალების" აქტივისტი სამართალდამცავებმა დააშინეს?

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ირაკლი გვალია მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა დაკითხეს. თუმცა გვალია აცხადებს, რომ ძალოვან უწყებებში მისი რამდენიმესაათიანი დაკითხვა ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების ფონზე მიმდინარეობდა.

„მითხრეს, სანამ ჩვენებას მივცემდი, მანამდე ჟურნალისტებთან გავსულიყავი და მეთქვა, რომ რასაც აქამდე ვამბობდი, ყველაფერი ტყუილი იყო. იმასაც მეუბნებოდნენ, რომ კამერა გადატრიალებული არის, არაფერი კვალი არ არის და თუ ტყუილს ამბობ, სამი წელი ხელში გიჭირავსო. პროკურატურასა და საპატრულოში დაახლოებით ოთხ საათამდე გავატარე,“ - ამბობს გვალია.

ირაკლი გვალია უცნობამ პირებმა რეზინის ხელკეტების გამოყენებით, გუშინ გვიან ღამით, ქუთაისში, სასმტუმრო „თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სცემეს. გვალია მომხდარს „ნაციონალების“ მხარდაჭერასა და 19 აპრილის აქციას უკავშირებს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა