|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისიდან აქციაზე 200–მდე ადამიანი წავიდა

ქუთაისიდან თბილისში "ნაციონალების" აქციაზე 200–მდე ადამიანი წავიდა. ამის შესახებ ის არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომლებიც დილიდან აქციაზე წამსვლელთა მონიტორინგს აწარმოებენ.
"ქუთაისიდან აქციაზე წასულ 200–მდე ადამიანთა შორის არიან მერიიდან შვებულებით გათავისუფლებული თანამშრომლებიც", – ამბობს  "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი  გოგი წულია.
თბილისში, აქციაზე მყოფი საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი თევდორაძის ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე იმერეთიდან 3 ათასი ადამიანი ჩამოვიდა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია