|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი: "გუბაზ სანიკიძეს სძინავს"

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ბაღდათში ახალგაზრდებთან შეხვედრისას ქუთაისში პარლამენტის ყოფნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა, აქვე, ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე გააკრიტიკა. მისი თქმით, სანიკიძეს სძინავს და მას მხოლოდ ღილაკზე თითის დასაჭერად აღვიძებენ.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს განუცხადა, რომ ბრძოლა უნდა მოიგონ. სააკაშვილმა მათ 27 აპრილს, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში სწორი არჩევანის დაფიქსირებისაკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში პრეზიდენტი დღეს სამტრედიისა და ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა