|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელ "ნაციონალებს" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც უღალატა

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" რიგები კიდევ ერთი დეპუტატით შემცირდა.  "ნაციონალებს" ამჯერად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან კირკიტაძე გამოეყო.
კირკიტაძე, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" ახლადშექმნილ ფრაქციის "საქართველოს პატრიოტთა ალიანისის" რიგებს შეუერთდა.
ლევან კირკიტაძე newpress.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული გადატყვეტილებ მიმდინარე წლის 23 აპრილს, დამოუკიდებლად  მიიღო. "გადაწყვეტილება პირადად მივიღე", – ამბობს ლევან კირიკტაძე.
ლევან კირკიტაძე ქუთაისის საკრებულოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად შევიდა. ის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის"  პარტიული სიით მოხვდა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა.  მანამდე,  ლევან კირკიტაძე ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუატატის, აკაკი ბობიხიძის ბიუროს ხელმძღვანელობდა.
ამდროსათვის, ქუთაისის 24 კაციან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობას" 6 ეპუტატი დარჩა.

ავტორი: თეკლა მორგოშია