|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბიშვილი ხვალ ბაღდათში საარჩევნო კამპანიას დახურავს

„ნაციონალების“  გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ხვალ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩავა.

მერაბიშვილი ბაღდათში  პარტიის მაჟორიტრობის კანდიდატის – ვლადიმერ წიქორიძის საარჩევნო  კამპანიის დახურვას დაესწრება.

წიქორიძის თქმით, მისი საარჩევნო  კამპანიის დახურვა გრანდიოზული არ იქნება.

მაჟორიტარობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილთან ერთად  ხვალ, ბაღდათის რამდენიმე უბანში მოსახლეობასთან  შეხვედრებს  გეგმავს.

"ვანო მერაბიშვილს ველოდებით, მაგრამ დრო არ ვიცით როდის ჩამოვა. ამ საკითხზე შტაბი მუშაობს და ის დაადგენს,“ – ამბობს წიქორიძე.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს შუალედური საპარლამენტო არჩევნები ბაღდათის გარდა, სამტრედიაშიც გაიმართება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე