|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცამციშვილის ადვოკატს სასამართლომ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თემურ  ცამციშვილის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე ცამციშვილის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ორი შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატი ცამციშვილის საქმეში არსებული მტკიცებულებების დაუშველბად ცნობას და მის მიმართ სისხლის სამართლებირვი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა. თუმცა, მოსამართლემ ცამციშვილის ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკამაყოფილა.

ადვოკატის განცხადებით, ცამციშვილის გვარი არცერთი მოწმის ჩვენებაში არ ფიგურირებს, რის გამოც, მის მიმართ საქმის აღძვრა დაუშვებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ თემურ ცამციშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით ფულის გაფლანგვის ბრალდებით წაუყენეს.

საუბარია ქალაქის მერიასა და   შპსშპს“- შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. აღნიშნული შპს მერიისათვის მიკროავტობუსებით მომსახურებას უზრუნველყოფდა. ბრალდების მხარის განცხადებით, ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მერიამ შპს- ზედმეტი თანხა გადაურიცხა.

ცამციშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 7 მაისს გაიმართება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე