|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში სააღდგომოდ 400 000 ლარამდე პრემია გაიცა

ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა სააღდგომო პემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან   364 450 ლარი გაიცა.

სადღესასწაულო პრემია, მერიის 628–ვე  თნამშრომელმა მიიღო.

მერიაში ყველაზე დიდი ოდენობის პრემია, ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებელს ნიკო კაჭკაჭიშვილს ერგო. კაჭკაჭიშვილისათვის გაცემული პრემიის ოდენობამ   2 750 ლარი შეადგინა.

2050–2050 ლარის ოდენობის პრემია მიიღეს ვიცე–მერებმა (კოტე რატიანი და ამირან ძოწენიძე), ხოლო მერიის თითოეული სამსახურის უფროსზე 1490 ლარი იქნა გაცემული.

პრემიები მერიის თანამშრომლებმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 17 აპრილის ბრძანების საფუძველზე მიიღეს.

შეგახსენებთ, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, გასულ წელს პრემიისათვის სუ 1 მლნ 699 046 ლარი დაიხარჯა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია