|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში 10 საათისთვის ხმა 3361-მა ამომრჩეველმა მისცა

სამტრედიის #54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონამცემებით, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე, 10:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი  3361 - მა ადამიანმა დააფიქსირა. 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სულ 48500 ამომრჩევლია დარეგისტრირებული.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით 50 საარჩევნო უბანი დილის შვიდი საათიდან გაიხსნა. სამტრედის #54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ლომიას ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მუნიციპალიტეტში ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. მისივე თქმით, ნორმალურია ამომრჩევლთა აქტივობაც. 
სამტრედიაში შუალდეურ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის ხუთ კანდიდატს შორის მთავარი კონკურენცია "ნაცონალ" ემზარ შუბლაძესა და "მეოცნებე" გიორგი კახიანს შორისაა. 

ავტორი: ანა ჯანაშია, თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა