|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმის მიცემას ვერ ახერხებენ

ბაღდათის #2 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების უმეტესობა საარჩევნო სიებში საკუთარ თავს ვერ პოულობს. რის გამოც ისინი ხმის მიცემას ვერ ახერხებენ. 

#2 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ქოჩა რობაქიძე განმარტავს, რომ  ისინი სიებში არარსებულ მოქალაქეთა საკითხს ბაღდათის საოლქო  საარჩევნო კომისიაში გაარკვევენ. თუმცა რობაქიძე არ გამორციხვს, რომ სიებში არარსებული ამომრჩევლები, შესაძლოა ბაღდათში არ ცხოვრობდნენ.

„თუ ამ მოქალაქეებზე გაცემულ პირადობას საცხოვრებელი მისამართი არ აწერია, ჩვენ პირადობის წამკითხავი მოწყობილობა არ გვაქვს. ამიტომ, საოლქო კომისიის მეშვეობით, ვცდილობთ საკითხის გარკვევას,“ – ამბობს გოჩა რეობაქიძე.

#2 საარჩევნო უბანზე სულ 1030 ამომრჩეველია რეგისტრიებული. ამ დროისთვის აღნიშნულ უბანზე არჩევანი ამომრჩეველთა 10%–მა გააკეთა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე, სოფო ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა