|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეუფე კალისტრატე: „ეკლესია მისი სახელით მოქმედ პირებს ქველმოქმედებას ვერ აუკრძალავს"

ქუ­თა­ის­ში, ეკ­ლე­სი­ის სახელით მოწყალების მთხოვ­ნელ პი­რებთან და­კავ­ში­რებით ქუ­თა­ი­სი-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ა­ში გან­მარ­ტებას აკე­თებენ. 

ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე კა­ლის­ტრა­ტე ამბობს, რომ ქუ­ჩა­ში სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თების გაყიდ­ვა აკ­რძა­ლუ­ლი­ა. ხოლო თუ ვინ­მეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თების შე­ძე­ნა სურს, ამი­სათ­ვის  სა­ეკ­ლე­სიო მა­ღა­ზიებს უნ­და მი­მარ­თოს.

„თუ ვინ­მე ქუ­ჩა­ში მოწყალებისათ­ვის ეკ­ლე­სი­ის სახელით გა­მო­დის, ამი­სათ­ვის მას ჩე­მი ნებარ­თვა უნ­და ჰქონ­დეს. მაგ­რამ იმ­დე­ნი გა­ჭირ­ვებული ადა­მი­ა­ნი გა­მო­დის, რო­მელ­საც პუ­რის ფუ­ლი არ აქვს, ამას  ვერ აუკ­რძა­ლავ," - ამბობს მე­უ­ფე.

შე­გახსე­ნებთ, რომ ქუ­თა­ის­ში,  ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წი­ლებში გარ­კვე­უ­ლი პი­რები მო­ქა­ლა­ქეებს სან­თლებისა და ხატების შე­ძე­ნი­სა­კენ მო­უ­წო­დებენ. ხოლო ხატებითა და შე­სა­წი­რი ყუთით ხელ­ში მყოფი ადა­მი­ა­ნები მოწყალებას ითხოვენ. მა­თი ნა­წი­ლი აცხადებს, რომ ფუ­ლი თა­ვის­თვის უნ­და, ხოლო ნა­წი­ლის თქმით, შე­მო­წი­რუ­ლობიდან აღებული ფუ­ლის გარ­კვე­ულ რა­­დე­ნობას  ისევ ქველ­მოქ­მე­დებას  უთ­მობს.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე