|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნებისგან" განაწყენებულმა ქუთაისელმა პარლამენტის წინ მაისური დაწვა [Photo]

„ქართული ოცნების“ საქმიანობით უკმაყოფილო ქუთაისელმა ფირუზ ბერაძემ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ კოალიციის მაისური დაწვა.

როგორც ბერაძემ განმარტა, ის კოალიციის აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  შვიდი თვის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, რის გამოც ბერაძის თქმით, პროტესტის ნიშნად მაისურის დაწვის გადაწყვეტილება მიიღო.

„ოცნება“ იყო ჩემი საყვარელი პარტია. ახლა ამ პარტიის გულისთვის მეზობლები დამცინიან, დაგასაქმა ბიძიან ივანიშვილმაო? ვმუშაობდი, თუმცა სამსახურიდან გამომიშვეს იმ იმედით, რომ შემდეგ დაგვიძახებდნენ. პარტიის ოფისში  ვიყავი მისული. იქ ჯერ სამი საათი მაცდევინეს, შემდეგ ერთმა ტიპმა მითხრა, ეს მაისური საიდან იმათხოვრე, ჩვენ რომ ვიბრძოდით, თქვენ ბუჩქებში იმალებოდითო. ამიტომ, გადავწყვიტე ბენზინი დავასხა ამ მაისურს და დავწვა,“ - ამბობს ბერაძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე