|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბობოხიძე პარლამენტარებს ყოველდღე სამარცხვინო შოუების დადგმას ჰპირდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე ხონში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოთახში მოქალაქეების შეჭრისა  და ინვენტარის დაზიანების ფაქტების მოკლევას ითხოვს. ამის შესახებ ბობოხიძემ განცხადება დღეს, ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით,  თუ ხონში პარლამენტარის ოფისში შეჭრილი ხალხის მიმართ არ განხორციელდება მკაცრი ზომები, პარლამენტარებს სამარცხვინო შოუებს ყოველდღე დაუდგამენ.

როგორც ბობოხიძე ამბობს, მიმდინარე კვირის ორშაბათს, ხონში, უკანონოდ დაკავებული ფართბიდან მოქალაქეები უნდა გამოესახლებინა. ჟურნალსიტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხონის მუნიციპალიტეტის წინ საპროტესტო აქცისა გამართეს და განაცხადეს, რომ შენობის ნაწილი, რომლიდანაც მათ გამოსახლება ემუქრებოდათ, აკაკი  ბობოხიძის ძმას, ხონის საკრებულოს წევრს ლევან ბობოხიძეს ეკუთვნოდა.  
აბსოლიტურად გაუგებარია რა შუაშია აქ ძმები ბობოხიძეები. პოლიციამ მართალია დროულად იმოქმედა, მაგრამ ვნახოთ როგორ დასრულდება ეს გამოძიება. თუ ეს 100 ლარიანი ჯარიმით დამთავრდება მაშინ ჩემი ხელფასი მომცემს იმის საშალებას, რომ ყოველ თვე 100 ლარი გადავიხადო და სამარცხვინო შოუები მოგიწყოთ,“ - ამბობს ბობოხიძე.

შეგახსენებთ, რომ ხონის მაჟორიტარის დავით ჭავჭანიძის ბიუროს ოთახში ორშაბათს  მოქალაქეები შეიჭრნენ, რომლებმაც დეპუტატს პარლამენტში მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მოსთხოვეს და დეპუტატის ოთახში არსებული პრეზიდენტის სურათი დაწვეს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე