|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "პატრიოტები": "ქალაქის წინაშე ვალი მოვიხადეთ"

ქუთაისში პარალამენტის დატოვების შესახებ სპეციალური მიმართვის გაგზავნა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ მარგევლაშვილს დაევალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება, დღეს გამართულ საკრებულოს  სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
საკრებულოს ფრაქციების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "მაჟორიტარების" მიერ ერთობლივად მომზადებული მიმართვა საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.
"ჩვენ მხარი დავუჭიერთ "ნაციონალების" მიერ მომზადებულ ინიციატივას და ამით  ქალაქის წინაშე ვალი მოვიხადეთ", – განაცხადა ყოფილმა "ნაციონალმა" და ამდროისთვის, საკრებულოს "პატრიოტმა" წევრმა ტარიელ მესხმა.
საკრებულოს "პატრიოტი" თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს აღნიშნული მიმართვის გაგზავანა. მარგევლაშვილმა, ყოფილ თანაგუნდელებს პირობა მისცა, რომ მიმართვა ადრესატამდე მომავალი კვირის დასაწყისში მივა.



   

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა