|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სასამართლო რეფორმის სწორად წარმართვისათვის მოსამართლეებს ყველაზე მეტი ბერკეტი გააჩნიათ"

მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები, მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა და სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება,- ეს ის საკითხებია, რომელიც სამართლის სფეროში მომუშავე არასამთავრობოებმა დასავლეთ საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრისას ქუთაისში განიხილეს.

არასამთავრობოების განცხადებით, ბოლო პერიოდში საზოგადოებისათვის ერთ-ერთ აქტუალურ თემას სასამართლო სისტემის რეფორმა წარმოადგენს.

„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმის სწორად წარმართვისათვის მოსამართლეებს ყველაზე მეტი ბერკეტი გააჩნიათ.

ასათაინის თქმით, რეფორმის შედეგად, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაარდა, მოსამართლეთა თვითმმართველობის რგოლიც უნდა გაძლიერდეს.

„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სისტემის შექმნა თვითონ მოსამართლეებმა უნდა უზრუნველყონ. მოსამართლე არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, როგორ შეინახოს ოჯახი. მიმაჩნია, რომ მოსამართლეთა ბონუსებისა და წახალისების არსებული  სისტემა მთლად სამართლიანი  არ არის. არ შეიძლება მოსამართლის განსხვავებული აზრი მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდეს. რაც არ უნდა არასწორი ან დაუსაბუთბელი იყოს მოსამართლის გადაწყვეტილება, არ შეიძლება მას დაესვას რაიმე კითხვა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ასათაინი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელომძღვანელის კახა კოჟორიძის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმირების შედეგად უნდა შეიცვალოს წინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც სამართლადამცავი ორგანოები სასამართლო სისტემის თავიანთი გავლენის სფეროდ ქცევას ცდილობდნენ.

თავად მოსამართლეები თვლიან,  რომ  მათი უვადოდ დანიშვნა მოსამართლეთა დამოუკიდებლობისათვის  მნიშვნელოვანია.

მოსამართლეების თქმით,  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მათ დაცვის მეტი გარანტიები ექნებათ.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა