|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის დამისამართება მაისში დასრულდება

ქუთაისის დამისამართების პროცესის ფარგლებში ამ დროისათვის ქალაქში 50 000-მდე ერთეულია აღწერილი.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე კერესელიძე დღეს ადგილზე გაეცნენ.

ქუთაისში დამისამართების პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება. მანამდე კი ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობების, ქუჩების, უსაფრთხოების ობიექტების, საცხოვრებელი, ადმინისტრაციული და სხვა ტიპის ობიექტების აღწერა-ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.

ლევან სამადაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, კონკრეტულ მისამართებზე მცხოვრები პირების გადამოწმება მოხდება, რაც საარჩევნო სიების დაზუსტებას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ დამისამართების პროცესი უკვე დასრულდა თბილისში.

აღნიშნული პროცესი ამ ეტაპზე ქვეყნის ექვს ქალაქში მიმდინარეობს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა