|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში "პატრიოტთა" მასშტაბები იზრდება

ყოფილმა "ნაციონალებმა" და "ქრისტიან–დემოკრატებმა" ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" შექმნეს. ახლაშექმნილ ფრაქციაში სამ–სამი დეპუტატია წარმოდგენილი. 
"გადავწყვიტეთ ახალი ფრაქციის შექმნა. ამ ეტპზე სამნი ვართ. თუმცა, იმედია გავმრავლდებით", – განაცხადა ტყიბულის საკრებულოს ახლადშექმნილი ფრაქციის თავმჯდომარემ დავით კუპრეიშვილმა. 
პარტიის პოლიტიკური მდივნის ადა მარშანიას განმარტებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში აუცილებელია არჩევნებამდე  მოხდეს "ნაციონალების" დემონტაჟი. "რათა, არჩევნებში მონაწილეობა თანაბარ პირობებში შევძლოთ", – აღნიშნა ადა მარშანიამ. 
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" ქუთაისის საკრებულოში 11 კაციანი ფრაქცია ჰყავს.  

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა