|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "პატრიოტებისგან" ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ  „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დღეს, ქუთაისში გაკეთებული განცხადება ქალაქის შეურაცხყოფაა, რის გამოც, მათგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

ეს განცხადება არც მეტი და არც ნაკლები ქუთაისის შეურაცხყოფა და 1-ლი ოქტომბრის შედეგების ფეხქვეშ გათელვაა! ნუთუ იმისთვის ვიბრძოდით წლების მანძილზე რეჟიმის წინააღმდეგ, რომ ისევ არაფრად ჩაეგდოთ საზოგადოების აზრი და მორიგი ბლეფი მიგვეღო? დავიჯერო ბატონი პრემიერი ასე უცერემონიოდ არჩევს ერთპიროვნულად ქალაქის მერს და კომისიაც და კონკურსიც უბრალო ფორმალობაა?! იმედია, დღეს ქუთაისში გაკეთებულ განცხადებას საერთო არაფერი აქვს რეალობასთან!,“ –  ამ განცხადებით კოალიცია " გამჭვირვალე თვითმმართველობის" წარმომადგენელი მანანა მანაგაძე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელთა თქმით: "ქუთაისის მერის კანდიდატურის შერჩევაზე საუბარი პრემიერ–მინისტრთან მიმდინარეობს. ივანიშვილის მიერ მხადაჭრილი და მოწონებული კადრი კონკურსზე განცხადებას ხვალ შეიტანს. ივანიშვილის მიერ შერჩეული კადრს ჩვენგან მხადაჭერა ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ქალაქის მერია“.

„პატრიოტთა ალიანსისაგან“ აღნიშნული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს ქუთაისში მცხოვრები ბესიკ მიქელთაძე.

ასე ღიად არ უნდა აქციოთ კომისიის წევრები არარაობებად, ისინი ღირსეული , განსწავლული და ავტირიტეტული პიროვნებები არიან, მათ თქვენგან განსხვავები, პატივს სცემენ და აფესებენ ქუთაისში, ქუთაისელები და არა მარტო ქუთაისელები.

თქვენი განცხადება აბსოლიტური დილეტანტიზმია, თანაც გაკეთებული უგუნურ სიმბიოზმში.

მოგმართავთ პირადად თქვენ და გთხოვთ სასწრაფოთ მოუხადოთ ბოდიში კომისიის წევრებს და მთელ ქუთაისს,“ – აცხადებს მიქელთაძე.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად ქუთაისის მერის არჩევა კონკურისის წესით უნდა მოხდეს.

საკრებულომ მერის არჩევაზე მომუშავე საკონკურო–საატესტატო 7 კაციანი კომისია საგანგებოდ შექნა, რომელსაც საკრებულოს "პატრიოტი" თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.

კომისიაში განაცხადების შეტანის ვადა 15 მაისამდეა. 

ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსი 2 მაისს გამოცხადდა. ამ დროისთვის კომისიაში 50 განაცხადია შესული.

 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა