|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებს ხელფასებზე უარი უთხრეს

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა კუთვნილი ხელფასების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გამართეს.

მუშების განცხადებით, მათ ორი თვის ხელფასი არ აუღიათ, ხოლო როდესაც სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას  ანაზღაურება მოსთხოვეს, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დაახლოებით 70-მდე მუშა, რომლებიც შემოვლითი გზის მუხიანი-იანეთის მონაკვეთზე მუშაობდნენ, ადგილზე სპეციფიკურ სამუშაოებს ასრულებდნენ. მუშების თქმით, მათ გვირაბების გაყვანა ევალებოდათ.

„ჩვენი სამუშაო თითქმის დავასრულეთ და ახლა აღარ ვჭირდებოდით. ხელფასი რომ მოვითხოვეთ, უფროსმა გვითხრა, მაგნაირი მუშები მე არ მჭირდება, ვინც ხელფასს ითხოვსო. ასე აქვს ნათქვამი თანამშრომლებისათვის, ვინც ხელფასს მოითხოვს, სახლში გაუშვითო. სხვა მუშებიც ასეთივე დღეში არიან. მათაც აშანტაჟებენ, ატყუებენ და ისე ამუშავებენ,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ალექსანდრე იმნაძე.

შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების აქცია პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდნენ. პროფკავშირების იმერეთის ოფისის ხელმძღვანელის ირაკლი იობიძის განცხადებით, მუშები სამუშაოების მწარმოებელი ფირმის, შპს „ბორან მაინინგის“ ადმინისტრაციის სახელზე წერილს ამზადებენ. სადაც ადმინისტრაციას მუშების მოთხოვნების შესასრულებლად 72-საათიან ვადას აძლევენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის  სოფელ იანეთში მდებარე ფირმის ოფისთან აქციების გამართვით იმუქრებიან.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა