|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პატრიოტების" განცხადებით დადასტურდა, რომ მერის შესარჩევი კომისია მართლაც ფარსია"

ქუთაისის ვიცე მერი ამირან ძოწენიძე, პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, თარხან –მოურავის იმ განცხადებას გამოეხმაურა,  რომელიც ქალაქის მერის დანიშვნას ეხება. 

ამირან ძოწენიძის განმარტებით, თარხან მოურავის მიერ გაკეთებული განცხადება ქალაქის შურაცხყოფაა.

„თარხან მოურავი ქალაქში სულ ორჯერ არის ნამყოფი. პრატქიკუალდ სტუმარია ქალაქის. მისი განხაცადება ქალაქის მერის დანიშვნასთან დაკავშირებით ქუთაისის და ასევე, იმ 50 ადამიანის შეურაცხყოფაა, რომელთაც მერის შესარჩევ კონკურსზე განაცხადი შეიტანეს. ჩვენ ადრეც გვეგონა, რომ მერის შესარჩევი საატესტაციო კომისია, იყო ფარსი. თარხან მოურავის გუშინდელი განცხადებით დადასტურდა, რომ ეს კომისია მართლაც ფარსია. თურმე ქალაქის მერის დანიშვნა, თარხან მოურავისა და ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე ყოფილა დამოკიდებული“, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ამირან ძოწენიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერის შესარჩევი კონკურსი ბლეფია, მაინც უნდა მოხდეს კონკურსის წესით ქალაქის პირველი პირის დანიშვნა.

ძოწენიძემ ქალაქის მომავალ მერს წარმატება უსურვა და აღნიშვნა, რომ  „ქალაქის პირველ პირს არც ისე ცუდი მემკვიდრეობა დახვდება“. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა